დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სისხლის ჩაბარების აქცია გახდი დონორი-გადაარჩინე სიცოცხლე” გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ინიციატივით, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის პროექტ “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩატარდა.
უწყების ცნობით, საქველმოქმედო პროექტის მიზანი ახალგაზრდებში სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებაა.