მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აპრილის თვეში ოფისის აფთიქი 11.3%-ით არის შემცირებული
ორგანიზაციამ შეისწავლა ოფისის აფთიაქის აპრილის თვის მონაცემი და დაადგინა, რომ აპრილში აფთიაქის შევსება 11.3%-ით იაფად არის შესაძლებელი.

აპრილის თვეში ოფისის აფთიქი 11.3%-ით არის შემცირებული

ჯანდაცვის პლატფორმა  აპრილის თვის ოფისის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიასა და ფასს აქვეყნებს.

ორგანიზაცია უკვე ორი თვეა იკვლევს სხვადასხვა სეგმენტისათვის აუცილებელ და რეკომენდებულ აფთიაქებს. ამჯერად ორგანიზაციამ შეისწავლა ოფისის აფთიაქის აპრილის თვის მონაცემი და დაადგინა, რომ აპრილში აფთიაქის შევსება 11.3%-ით იაფად არის შესაძლებელი.

მარტის თვესთან შედარებით შემცირდა მედიკამენტ  ნიტროგლიცერინის ფასი, ასევე ადიპინის ღირებულება. კერძოდ, მისი ფასი 29.40 ლარიდან 13.70 ლარამდე გაიაფდა.  უფრო კონკრეტულად კი, აპრილის თვის ოფისის აფთიაქში შემავალი მედიაკმენტების სია და ფასები ასე გამოიყურება:

საოფისე აფთიაქი 

ანტისეპტიკური საშუალებები:
სტერილური დოლბანდი (7*14სმ) – 1.04ლ
ბამბა (სტერილური)- 1.00ლ
ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული) – 2.00ლ
ბრილიანტის მწვანე -0.30ლ
წყალბადის ზეჟანგი –  1.25ლ
იოდი (ბეტადინი) – (100გ)- 0.51ლ
ნახშირი (თეთრი კარბოაქტივი)-  3.12ლ

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები:
იბუპროფენი- 2.80ლ
კეტოროლაკი – 9.00ლ (ჰუმანითის) – 1.35ლ

საგულე პრეპარატები:
კორსიზი-1.50ლ
ამიაკის ხსნარი- 1.01ლ
ნიტროგლიცერინი – 0.95ლ

წნევის დამწევი წამლები:
კაპტოპრილი- (N=20, 50გ)- 4.60ლ
ადიპინი-(N30, 10გ) – 13.70ლ

გაციების საწინააღმდეგო საშუალებები:
პარაცეტამოლი- 0.30ლ
ამბროქსოლი- 1.30ლ

ანტიჰისტამინური:
ცეტირიზინი- 3.50ლ

დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო:
თურმანიძის მალამო- 4.99ლ
ხელთათმანი (სტერილური) – 0.55ლ
წნევის აპარატი- 29.00ლ
სიცხის საზომი თერმომეტრი (-1524 Geraterm Clinic)10.00ლ
ჟგუტი- 14.80ლ
მაკრატელი -1.50ლ

ჯამი: 101 ლარი

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …