ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული საქართველოშიც აღინიშნება. ამასთან დაკავშირებიტ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ერთობლივ ბრიფინგს გამართავს.
20 ნოემბერს, 15:00 საათზე, გაიმართება ააიპ “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციისა” და ააიპ „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების” ერთობლივი ბრიფინგი, რომელიც უკავშირდება ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს და პოლიპრაგმაზიის შემთხვევებთან ეფექტური ბრძოლის საკითხებს.
ბრიფინგის სპიკერები არიან:
ააიპ საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მხრიდან
– პროფ. რეზო გაგუა – გამგეობის თავმჯდომარე/ საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
– არჩილ მორჩილაძე-აღმასრულებელი მდივანი
– პროფ. დავით გორდელაძე – გაერთიანების წევრი/თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის კათედრის გამგე
ააიპ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მხრიდან – ირინა ჭელიძე – ასოციაციის პრეზიდენტი
ბრიფინგი ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში.
მისამართი:თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, ადმინისტრაციული კორპუსი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“
ტელ: +995 32 2 95 33 88 / +995 598 62 17 77