მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » “ალბიუსში” საოკლუზიო რეაბილიტაციის გნათოლოგიურ ასპექტებზე სემინარი ჩატარდა
2016 წლის 3-4 ოქტომბერს "საოკლუზიო რეაბილიტაციის გნათოლოგიური ასპექტები სტომატოლოგიაში" და "ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმვა" ჩატარდა.

“ალბიუსში” საოკლუზიო რეაბილიტაციის გნათოლოგიურ ასპექტებზე სემინარი ჩატარდა

 

2016 წლის 3-4 ოქტომბერს, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით პრაქტიკული  სემინარები: “საოკლუზიო რეაბილიტაციის გნათოლოგიური ასპექტები სტომატოლოგიაში” და “ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმვა” ჩატარდა.

სემინარებს სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ბავშვთა სტომატოლოგიისა და ორთოდონტიის კათედრების  ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გრანტ ტერ-პოღოსიანი უძღვებოდა.

“დღევანდელი ვიზიტის ძირითადი მიზანი არის უფრო აქტიური თანამშრომლობა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციასთან, სტომატოლოგიის ცენტრთან „ალბიუსი“ და საქართველოს ორთოდონტთა ასოციაციასთან. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებში სტომატოლოგიურიის დარგი ერთნაირად და თანაბრად ვითარდება. ასეთი ვიზიტებით კი  ვცდილობთ ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და ერთმანეთს დავეხმაროთ, რათა მედიცინის ეს მიმართულება განვითარების უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ თემატიკას – დღეს ვისაუბრეთ ოკლუზიური დარღვევების კავშირზე ადამიანის ჯანმრთელობაზე, უფრო მარტივად რომ ავხსნათ –  ყბების  სწორი პოზიციის და ადამიანის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე კავშირზე. არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც სწორედ კბილებთანაა დაკავშირებული, მაგალითად პაციენტები ხშირად უჩივიან ქვედა ყბის სახსართან ტკაცუნს, კისრის ტკივილს, თავის ტკივილის – ეს არის პრობლემები, რომლებსაც თანამედროვე სამედიცინო მეცნიერება აკავშირებს სწორედ თანკბილვის პრობლემებთან.

სწორედ ამ მიმართულებაზე მვუშაობთ ერევანში, პედიატრიული სტომატოლოგიის კათედრაზე და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენს გამოცილებას  ქართველ კოლეგებს ვუზიარებთ. ამ საკითხე ორმხრივი თანამშრომლობა გვქვს, ჩვენც ხშირად ჩამოვდივართ საქართველოში, ქართველი სტომატოლოგებიც გვსტუმრობენ ერევანში. სამომავლო გეგმაში გვაქვს, რომ ეს ვიზიტები კიდევ უფრო ხშირი და ინტენსიური გახდეს, რაც, საერთო ჯამში, ყველასთვის სასარგებლო იქნება” – აღნიშნა გრანტ პოღოსიანმა.

“არასწორი თანკბილვის ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს ასრულებს ზოგადი ფაქტორები – დგომის მანერა, ნაადრევად დაკარგული კბილები, არასწორად გაკეთებული ბჟენები – ყოველივე ეს კიდევ უფრო ამძიმებს თანკბილვის ანომალიებს. მკურნალობის პროცესში ამ ფაქტორების გაუთვალისწინებლობის შემთხვაში, ორთოდოტიული დახმარება არ იქნება ეფექტიანი” – ლალი კოჭლაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი, ალბიუსის ექიმი ორთოდონტი.

იხილეთ ტელეკომპანია “პულსის” სიუჟეტი:

 

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …