3 აგვისტოს, 1100 საათზე ჯანდაცვის პრესკლუბში „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ ერთერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე პარტიის წინასაარჩევნო ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაში განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროს დღევანდელი გამოწვევები. მათ შორის – პროგრამების არახარჯთეფექტურობა, მიღებული სერვისების დაბალი ხარისხი, უკონკურენტო გარემო და გაზრდილი ფასები.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნება „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ კოკნრეტული ინიციატივები:
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კორექტირებისთვის საჭირო ნაბიჯები.
- ჯანდაცვის პროგრამების ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიებით (სოფტებით) დროული და ეფექტური უზრუნველყოფა.
- სამედიცინო განათლებისა და დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების საკითხები.
- საქართველო – ჯანდაცვის განვითარების რეგიონული ჰაბი.
მისამართი: მერაბ ალექსიძის 8, გაუ(ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი)
Email: natia.narmania@jandacva.ge; ტელ: 568 27 24 24