მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ექიმებისათვის ახალი საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ამუშავდა
MediClubGeorgia-ში ლაპაროსკოპიული ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ამუშავდა, რაც ექიმებს საშუალებას მისცემს უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებს გაეცნონ.

ექიმებისათვის ახალი საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ამუშავდა

კლინიკა MediClubGeorgia-ში ლაპაროსკოპიული ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ამუშავდა, რაც ქართველ და პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნების ექიმებს საშუალებას მისცემს კომპანია „ოლიმპუსის“ მხარდაჭერით უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებს გაეცნონ და ლაპაროსკოპიის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმაონ.

ცენტრის გახსნას ლაიფციგისა და სანკტ-პეტერბურგის კლინიკების ენდოსკოპიური ქირურგიის წამყვანი სპეციალისტები დაესწრნენ,რომლებმაც ლაპაროსკოპიის მიღწევებსა და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს .

დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი ლაპაროსკოპიული ოპერაციისთვის , რომელიც ლაიფციგის უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა , პროფესორმა იენს-უვე შტოლცენბურგმა გააკეთა. დაინტერესბულ პირებს შეეძლოთ პროფესორისათის კითხვები ტრანსლირების დროს დაესვათ.

Jandacvis saministro

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …