კლინიკა MediClubGeorgia-ში ლაპაროსკოპიული ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ამუშავდა, რაც ქართველ და პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნების ექიმებს საშუალებას მისცემს კომპანია „ოლიმპუსის“ მხარდაჭერით უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებს გაეცნონ და ლაპაროსკოპიის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმაონ.
ცენტრის გახსნას ლაიფციგისა და სანკტ-პეტერბურგის კლინიკების ენდოსკოპიური ქირურგიის წამყვანი სპეციალისტები დაესწრნენ,რომლებმაც ლაპაროსკოპიის მიღწევებსა და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს .
დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი ლაპაროსკოპიული ოპერაციისთვის , რომელიც ლაიფციგის უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა , პროფესორმა იენს-უვე შტოლცენბურგმა გააკეთა. დაინტერესბულ პირებს შეეძლოთ პროფესორისათის კითხვები ტრანსლირების დროს დაესვათ.