მთავარი » გალერეა » გირჩმა ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა
ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელია.

გირჩმა ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” წევრმა პარტიის ჯანდაცვის პროგრამა წარადგინა. ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის განვითარების შემაფერხებელია.

“გირჩში” მიიჩნევენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვით ღარიბების ნაცვლად მდიდარი ოჯახები უფრო მოგებულები რჩებიან. მოქმედი სიტემის ნაცვლად კი, მათი აზრით, უნდა არსებობდეს დიფერენცირებული მიდგომა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს.

“გირჩის” პროგრამის თანახმად, ის ოჯახები, რომელთაც წლიურად 36 000 ლარზე მეტი აქვთ შემოსავალი არ უნდა სარგებლობდნენ ჯანდაცვის მომსახურებით.

1tv.ge