მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ახალგაზრდები პირველადი სასწრაფო დახმარების წესებს გაეცნენ
ახალგაზრდები პირველადი სასწრაფო დახმარების წესებს გაეცნენ.ღონისძიების მიზანია გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ახალგაზრდები პირველადი სასწრაფო დახმარების წესებს გაეცნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ სასწრაფო დახმარების ცენტრმა ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრებს უმასპინძლა და პირველადი დახმარების მანიპულაციები გააცნო.

14–დან 17 წლამდე მოზარდებმა აქციის მეშვეობით შეიტყვეს, საჭიროების შემთხვევაში როგორ გაუწიონ ადამიანს პირველადი დახმარება.

ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელის ლიკა კაკულიას განცხადებით, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კლუბის წევრებისათვის. მათ ყოველთვის უნდოდათ იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მათ ეს შეძლეს. მისივე თქმით, ამ ვიზიტით კლუბის ერთ-ერთი მოსწავლის დიდი ხნის ოცნებაც ახდა.

“ეს ინფორმაცია, სიცოცხლე ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა, რაც დღეს ვისწავლეთ და მომავალში რა ქთქმა უნდა გამოგვადგება”,– განაცხადა “აიპრესთან ” საუბარში ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის ერთ–ერთმა მოსწავლემ.

ცენტრის დირექტორის გიორგი ბუთხუზის თქმით, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდისთვის.

“ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ახალგაზრდა თაობას. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და ყოველთვის ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ და ზუსტად ასე დაემთხვა დღეს.

ახალგაზრდებმა ინტერსესი გამოხატეს ჩვენი ცენტრის მიმართ.

ჩვენ ვცდილობთ, ბავშვებს მივაწოდოთ ყველაზე პირველადი ცოდნა და გამოცდილება სასწრაფო დახმარების სფეროში, რომელიც გამოადგებათ მათ ყოველდრიურ ცხოვრებაში.

ამ ეტაპზე, ეს ჩვენი დაგეგმილი ღონისძიება არ არის, ჩვენ ვეხმაურებით საზოგადოების ინტერესს.

ნებისმიერი დაინტრესებული ჯგუფი, მათ შორის შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეუზლიათ მოვიდნენ და ჩვენს აქტივობებს გაეცნონ,– განაცხადა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დირექტორმა, გიორგი ბუთხუზმა.

“ძირითადად ერთი სისტემით ვმოქმედებთ, ეს საგანმანათლებლო კურსი არის მოკლეხნიანი კურსი არისდა ერთიდაიგივე ტიპის ტრენინგი ტარდება, თუმცა ვნახოთ როგორ მასშტაბებს მიიღებს ეს ღონისძიებები და შეძლებისდაგვარად ვაპირებთ გავაძლიეროთ.

შემდეგი აქცია ჟურნალისტებისთვის იგეგმება. ვფიქრობ, ძალიან საინტერსო იქნება მათთვის, ვინაიდან მათ უწევთ ექსტრემალურ პირობებში მუშაობა და ვფიქრობ, გამოდგებათ. შემდეგი აქცია, დაახლოებით ორ კვირაში იგეგმება”,– განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილე, მაკა გვარამიამ.

ღონისძიების მიზანია მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ელემენტარული მანიპულაციების სწავლება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …