მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ახალციხელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ
ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ექიმები ახალციხელებს სხვადასხვა დაავადებებზე უფასოდ გამოიკვლევენ.უფასო გამოკვლევა -კონსულტაციები 9 ივლისი.

ახალციხელებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ექიმები ახალციხის მცხოვრებლებს სხვადასხვა დაავადებებზე უფასოდ გამოიკვლევენ.

უფასო გამოკვლევა -კონსულტაციები 9 ივლისს, სტომატოლოგიურ კლინიკა, შპს „სტომატოლოგია“-ში ჩატარდება. 

გამოკვლევები ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:

  • ალერგოლოგია – ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებები;
  • კომპიუტერული სპირომეტრია – – ფილტვებისა და ბრონქების ფუნქციური მდგომარეობის (გარეგანი სუნთქვის) შესწავლა;
  • ოტორინოლარინგოლოგია;
  • გასტროენტეროლოგია – კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა გასტროენტერული დაავადებები;
  • რევმატოლოგია;
  • თერაპია -კარდიოლოგია;
  • ენდოკრინოლოგია.

უფასო გამოკვლევა – კონსულტაცია 9 ივლისს, 11:00 – 17: 00 საათამდე, ახალციხის სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „სტომატოლოგია“-ში ჩატარდება. კლინიკა გამრეკელის ქუჩაზე მდებარეობს.

ადგილობრივებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ახალციხის მერიის ინიციატივით ტარდება. მერიის ინფორმაციით, მათ ვისაც აწუხებს კანის დაავადებები, შუძლიათ ისარგებლონ დერმატოლოგის მომსახურებით. კერძოდ, კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა ელექტრო კოაგულაციური მეთოდით.

sknews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …