მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აგარაკის აფთიაქის შეძენა აპრილში 25 ლარით უფრო იაფია
ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აქვეყნებს აგარაკის აპრილის თვის აფთიაქს.მარტთან შედარებით, აფთიაქის ღირებულება აპრილში 22.6%-ით შემცირდა.

აგარაკის აფთიაქის შეძენა აპრილში 25 ლარით უფრო იაფია

ჯანდაცვის პლატფორმა ფარმა მონიტორის ფარგლებში აქვეყნებს აგარაკის აპრილის თვის აფთიაქს. ორგანიზაციამ შეისწავლა  25 მედიკამენტის ფასი და დაადგინა, რომ მარტის თვესთან შედარებით, აგარაკის აფთიაქის ღირებულება აპრილში 22.6%-ით შემცირდა.

აპრილის თვეში მნიშვნელოვნად დაიკლო მედიკამენტ კეტოროლაკის ფასმა. მისი ღირებულება 9 ლარიდან 1,35 ლარამდე შემცირდა. ზაიას სპრეის ღირებულებამ კი 13 ლარი და 60 თეთრიდან 10 ლარი და 60 თეთრამდე დაიკლო.

აპრილის თვის მონაცემებით აგარაკის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სია და ფასი ასე გამოიყურება:

ანტისეპტიკური საშუალებები: 

ლეიკოპლასტირი (ბაქტერიოციდული) – 2.00ლ
სტერილური დოლბანდი (7*14სმ) –  1.04
ბამბა (სტერილური)- 1.00ლ
ბრილიანტის მწვანე -0.30ლ

წყალბადის ზეჟანგი – 1.25ლ
იოდი (ბეტადინი) – (100გ)- 0.51ლ
ოქსოლინის მალამო- 1.10ლ
საინექციო წყალი- 0.80ლ
თერმომეტრი- 24.80ლ -10.00ლ
ოყნა- 1.39ლ

დამწვრობისთვის:
თურმანიძის მალამო- 4.99ლ

ტემპერატურის საწინააღმდეგო პრეპარატები:
პარაცეტამოლი- 0.30ლ
ამბროქსოლი-  1.30ლ

მოწამვლის დროს საჭირო მედიკამენტები:
რეჰიდრონი ოპტიმი -25.95ლ
ფესტალი- 1.76ლ
ნოშპა- 3.92ლ (ნ20)- 2.50ლ

ტკივილგამაყუჩებლები:
იბუპროფენი- 2.80ლ
კეტოროლაკი – 1.35ლ

ანტიჰისტამინური:
ცეტირიზინი- 3.50ლ

მწერებისგან დამცავი:
ფენისტილი გელი -11.47ლ

მზისგან დამცავი:
ზიაიას სპრეი- 10.60ლ

გულის საშულებები:
კორსიზი-1.50ლ
ამიაკის ხსნარი- 1.01ლ
ნიტროგლიცერინი – 0.95ლ
ვალიდოლი- 0.44ლ

ჯანდაცვის პლატფორმა მომავალშიც გააგრძელებს ფარმა მონიტორის ფარგლებში მედიკამენტების ფასებზე დაკვირვებას. უახლოეს მომავალში ორგანიზაცია გამოაქვეყნებს კვლევას ოფისის აფთიაქში შემავალი და საჭირო  მედიკამენტების სიისა და ფასების შესახებ.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …