მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აფხაზეთის მთავრობასა და სამედიცინო ცენტრ მზერას შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრს მზერას შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აფხაზეთის მთავრობასა და სამედიცინო ცენტრ მზერას შორის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრს “მზერას“შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე ჩიჩუამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების (პაციენტთა მიღება, გასინჯვა, აპარატულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები, კონსულტირება და სხვა) გაწევას შეღავათიანი ტარიფებით, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას (კვალიფიკაციის ამაღლება და დახელოვნება).

13227465_1098729063501822_6029624925510132082_o

epn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …