მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » აფბა მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდის
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მედიკამენტებზე ფასის დარეგულირების მიზნით წამლის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდის.

აფბა მედიკამენტების ფასებზე ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდის

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მედიკამენტებზე ფასის დარეგულირების მიზნით წამლის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით გამოდის.

როგორც აფბას პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა განმარტა, მედიკამენტების ფასების გონივრულ ჩარჩოში მოქცევის ორი გზა არსებობს. ეს არის ზედა ზღვრის დაწესება და ისეთი მიმზიდველი გარემოს შექმნა, რომელიც მოიზიდავს ახალ ინვესტორებს. ეს კი გაზრდის კონკურენციას, რაც ფასებს დაარეგულირებს.

„თუ გავითვლისწინებთ, რომ ჩვენი ბიზნეს–სუბიექტები მოქმედებენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე და ქვეყნის ეკონომიკაც ამ პრინციპზეა დაფუძნებული,   სახელმწიფო  ვერ უკარნახებს ბიზნესს ფასწარმოების პოლიტიკას. თუმცა, მთავრობას აქვს ბერკეტი, რომ ზედა ზღვარი დააწესოს ამა თუ იმ სფეროში, ამის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება ბაზრის შესწავლის შედეგად, რაც კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივაა.

თუმცა, ეს საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ფარმაცევტული ბაზარი პრაქტიკულად ჩაკეტილია და ფარმაცევტული კომპანიებისგან რეალური ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია. ამიტომ ინფორმაცია უნდა მოიოპოვო პირდაპირი გამოკითხვის გზით, რის გაკეთებაც ათასობით მედიკამენტის არსებობის გათვალისწინებით, ურთულესი ამოცანაა. ამდენად, ფასების დასარეგულირებლად რჩება მეორე გზა – შეიქმნას ისეთი სახარბიელო გარემო, რომ ინვესტორები შემოვიდნენ და კონკურენციამ დაარეგულიროს მედიკამენტების ფასები“-, განაცხადა გულბანმა.

მისივე განმარტებით, აფბა ქართული და უცხოური ანალოგების წამლების ფასების შედარებითაც დაინტერესდება და შეეცდება საკითხის შესწავლის შემდეგ დააყენოს საკითხი,  თუ რატომ ღირს ბევრად  ძვირი ქართული წარმოების წამლები.

შეგახსენებთ, რომ აფბამ ახლახანს შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი – „ფანასკერტელის ინდექსი“, რომლის საშუალებითაც ხდება მედიკამენტების ფასებზე დაკვირვება.

„აფბას“ ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი. „აფბა“–ში აცხადებენ, რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლედება.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …