მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » დღეს მსოფლიო მასშტაბით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება
დღეს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება,იმართება მსვლელობა სლოგანით "ტუბერკულოზს არ აქვს საზღვრები- გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად"

დღეს მსოფლიო მასშტაბით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება

დღეს მსოფლიო მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს წითელი ჯვრის და საქართველოს ტუბერკულოზის კოალიციის ორგანიზებით აქცია “გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცებლად” გაიმართა.

“აქცია მიზნად ისახავს ტუბერკულოზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზი განკურნებას ექვემდებარება, სამწუხაროდ ეს პრობლემა დღემდე არსებობს. ჩვენ ქვეყანაში ამ მხრივ სიტუაცია საკმაოდ ცუდად არის. ამის მიზეზი პირველ რიგში არის სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელსაც ამ დაავადების მქონე პაციენტების მიმართ ახორციელებენ. ჩვენი მიზანია, რომ დავანგრიოთ ეს სტიგმა. თუ არ გვეყოლება ტუბერკულოზით დაავადებული, აღარ იქნება ტუბერკულოზი”,

– განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტუბერკულოზის პროგრამის კოორდინატორმა ნინო ოსეფაიშვილმა.

ცნობისთვის, 24 მარტი არის ტუბერკულოზის მსოფლიო დღე. 1882 წელს 24 მარტს ნობელის პრემიის მფლობელმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკრობაქტერია აღმოაჩინა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად, 24 მარტს იმართება სხვადასხვა სახის აქციები.

პარალელურ რეჟიმში ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში ამ დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. იმართება მსვლელობა სლოგანით “ტუბერკულოზს არ აქვს საზღვრები- გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად”.

epn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …