მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“-ს სურს მოსახლეობა დაიცვას იმ არაკომპეტენტური ინფორმაციისგან, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ავრცელებენ სხვადასხვა სახის გადაცემაში მიწვეული, ფარმაცევტული დარგისაგან შორს მდგარი ექსპერტები.
აღნიშნულიდან გამომდინარე „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“, როგორც ყოველთვის ღიაა და მზადაა კომენტარი გააკეთოს ფარმაცევტულ დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ. აგრეთვე მზადაა მიაწოდოს კვალიფიციური და მიუკერძოებელი ინფორმაცია მასმედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
გვსურს, საზოგადოებასა და მასმედიის წარმომადგენლებს შევახსენოთ, რომ აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ აერთიანებს ფარმაცევტული დარგის, მსხვილ, საშუალო და წვრილ დისტიბუტორებს, დამოუკიდებელ აფთიაქებსა და სხვა ქვეყნების ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობებს.
მათი უმეტესობა ათეულობით წელია ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ფარმაცვეტულ დარგში, გააჩნია დიდი გამოცდილება და შესაბამისი კველიფიკაცია .
ფარმაცევტული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის და საზოგადების კვალიფიციური ინფორმირებულობისათვის, „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ როგორც ყოველთვის, დღესაც საშუალებას აძლევეს ყველა მსურველს გამოიყენოს ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც გააჩნია მას და მასში გაწევრიანებულ სუბიექტებს.