მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ,,რა გაწუხებთ?’’ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებას ემსახურება
ახალი პროექტი "რა გაწუხებთ?’’ ჩემი გათვლით, ემსახურება სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებას“.

,,რა გაწუხებთ?’’ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებას ემსახურება

ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი სოციალური პროექტი „რა გაწუხებთ?“ დაიწყო, რომელიც  საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრისთვის შეიქმნა.

პროექტს „ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჩხაიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას.

„გავეცანი ჯანდაცვის სამინისტროს ახალ პროექტს „რა გაწუხებთ?“ და საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. ცუდი რა უნდა იყოს იმაში, თუ კი დაიწყება მოსახლეობის გამოკითხვა, მოხდება მათი პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროებების გამოვლენა. მითუმეტეს მისასალმებელია, თუ კი ეს სამოქალაქო ჩართულობის გზით მოხდება.

ზოგადად, ჯანდაცვის პროგრამებმა დიდი გავლენა მოახდინა სამედიცინო მომსახურებაზე,  ჩვენი მოსახლეობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. საქართველოს მოსახლეობა მანამდე ვერ ჩაითვლება ჯანმრთელ საზოგადოებად, სანამ არ მივა იმ დასკვნამდე, რომ მისი აქტივობა ჯანდაცვის პროგრამებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ  არ შეიძლება ადამიანი მივიდეს ექიმთან მაშინ, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად აქვს გამწვავებული.

ზოგადად, ეს არ ეხება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორს. ქვეყნის მიმდინარე მოვლენებში სამოქალაქო საზოგადოების როლი გახლავთ მთავარი ფუნდამენტი დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობისთვის.  ახალი პროექტი “რა გაწუხებთ?’’  ჩემი გათვლით,  ემსახურება სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებას“. 

პროექტის ფარგლებში, კითხვარები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ინტერნეტით, ვებ გვერდზე: http://1505.ge/, ასევე ჯანდაცვის რეგიონალურ ოფისებში.

itv.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …