მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ჩინური ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს ეწვივნენ
ჩინური ფარმაცევტული კომპანიების "სინოფარმისა" (SINOPHARM) და "ედანის" (EDAN) წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.

ჩინური ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს ეწვივნენ

ჩინური ფარმაცევტული კომპანიების “სინოფარმისა” (SINOPHARM) და “ედანის” (EDAN) წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, კომპანიების წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობის პრეზენტაცია გამართეს. თავის მხრივ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ სტუმრებს ფონდის სტრატეგია, პრიორიტეტები და ის პროექტები გააცნო, რომელსაც ფონდი ჯანდაცვის სექტორში ახორციელებს.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ჩინური კომპანიები საქართველოში საქმიანობის განვითარებით არიან დაინტერესებული და ფონდთან პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, Sinopharm Group უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა ჩინეთში, რომელიც იკვლევს, ავითარებს, აწარმოებს, ავრცელებს და ყიდის მედიცინის და სხვა ჯანდაცვის პროდუქტებს. ასევე მართავს ქარხნებს, კვლევით ლაბორატორიებს, გააჩნია ტრადიციული ჩინური მედიცინის პლანტაციები, მარკეტინგის და განაწილების ქსელი, საცალო სააფთიაქო ქსელები. კომპანია ოპერაციებს ახორციელებს აფრიკაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰონკონგში, აშშ-სა და ვიეტნამში.

ფონდისვე ინფორმაციით, EDAN წარმოადგენს სამედიცინო აღჭურვილობის მიმწოდებელ წამყვან კომპანიას მსოფლიოში. ის არის უახლეს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანია, რომელსაც 120 ქვეყანაში გააჩნია მარკეტინგული ქსელი. კომპანია სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის ინდუსტრიაში აქტიურად მონაწილეობს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …