მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » კლინიკების განვითარებასთან დაკავშირებით AlphaMedic – მა წინადადებები წარადგინა
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტთან დაკავშირებით AlphaMedic Consortium, საპარტნიორო ფონდსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები გამართა.

კლინიკების განვითარებასთან დაკავშირებით AlphaMedic – მა წინადადებები წარადგინა

თბილისი (GBC) – სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტთან დაკავშირებით ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium), საპარტნიორო ფონდსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

შეხვედრას საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრი, საკონსულტაციო კომპანიის KPMG-ის წარმომადგენლები და სხვა პირები ესწრებოდნენ.

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი, „ალფამედიკ კონსორციუმის“ და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ავსტრიული მხარის წინადადებებზე იმუშავებს.

შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განახორციელა.

კვლევის საფუძველზე, სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციული“ გახდა.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.  

სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი)

gbc.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …