ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი საქართველოში პირველი ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულების დაარსებიდან 90 წლის და ფილტვის დაავადებათა ეროვნელი ცენტრის შექმნიდან კი 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტოდან აცნობეს, ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, 18:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია. ასევე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საიუბილეო საღამოს მიზანია: ხაზი გაესვას ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობას და მის ისტორიას საქართველოში; წარმოჩინდეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული უახლესი მიღწევები, ტუბერკულოზთან ბრძოლის პერსპექტივები და მომავალი წლის გეგმები; ხაზი გაესვას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების (მოსახლეობა, ხელისუფლება, მასმედია, კულტურის და ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი კავშირები და კერძო პირები) ჩართვის მნიშვნელობას ტუბერკულოზთან ბრძოლაში.
ტუბერკულოზის გამომწვევით ინფიცირებულია მოსახლეობის 1/3, თუმცა მხოლოდ 5-10%-ში ხდება ინფიცირების ტრანსფორმირება დაავადებაში სიცოცხლის მანძილზე. საქართველოს ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის მონაცემებით, 2014 წელს ქვეყანაში სულ ტუბერკულოზის ყველა ფორმის 3 839 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათგან 2 842 – ახალი შემთხვევა.