მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჯანსაღი კონკურენციაა
მისასალმებელია ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა-კონკურენციის გაზრდა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მთავარი კომპონენტი სწორედ ჯანსაღი კონკურენციაა.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჯანსაღი კონკურენციაა

თბილისი (GBC) – ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია ჰუმანითი-ჯორჯიას შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„კომპანია ჰუმანითი-ჯორჯიას, კარგად არ ვიცნობ, თუმცა ის პირველი არ იქნება, რომელიც ჩვენს ბაზარზე ინდურ ჯენერიკებს შემოიტანს. ჩვენთან ხელმისაწვდომია ინდური წარმოების მედიკამენტები და საკმაოდ წარმატებითაც იყიდება სააფთიაქო ქსელებში. წამალი შეიძლება შემოვიდეს ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, მაგრამ თუ ის ევროკავშირის ქვეყნებშიც იყიდება, მას მოჰყვება შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ლიცენზია, მე არ მაქვს უფლება ეჭვი შევიტანო მის ხარისხიანობაში. მივესალმები ახალი ფარმაცევტული კომპანიების გამჩენას ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე“, – ამბობს საქართველოს პარლმენტის წევრი მალხაზ წერეთელი. 

ამასთან, პარლამენტარი ინფური ჯენერიკების გამოყენების რამდენიმე დადებით მხარესაც შეეხო. ერთ-ერთ მაგალითად, კი   ხელმისაწვდომობა დაასახელა:

 „ჯენერიკი უხარისხოა, რადგან ის იაფია, ეს ინფორმაციულობის დაბალი დონით ახისნება. რეალურად,  ჯენერიკი არის ე.წ. „დედა წამალი“. ჯენერიკები მსოფლიოში გამოცდილი და აპრობირებულია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დადასტურებული აქვს მისი ხარისხიანობა და ეფექტურობა. პირადად, იმ  პრეპარატების უფრო მეშინია, რომლებიც ბაზარზე შეიძლება გაურკვეველი გზით მოხვდეს და არ აკმაყოფილებდეს სტადარტებს. ჯენერიკების მოხმარება დიდი შეღავათი  იქნება მოსახლეობისათვის“. 

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა  ,,ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჩხაიძეც და  ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა შეაფასა:

„საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის  კუთხით არ სახარბიელო მდგომარეობა არ არის, ზოგადად ჯანდაცვის ხარჯები ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს რომ ამ პრობლემას ბევრი რამ განაპირობებს, მაგალითად ლარის კურსის ვარდნა და  სხვა ეკონომიკური სირთულეები, თუმცა  ვფიქრობ რომ მისასალმებელია ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივა რომელიც ქვენყანაში ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებას ითვალისწინებს“.

გიგა ჩხაიძე ჯენერიკების მიმართ უნდობლობის საკითხსაც შეეხო და მიზეზად, საზოგადოების დაბალი ინფრომირებულობა დაასახელა:

„უნდობლობის მიზეზს იწვევს ის ფაქტი, რომ ბევრმა უბრალოდ არ იცის რას ნიშნავს ჯენერიკ მედიკამენტი ან არასწორ ინფორმაციას ფლობს მის შესახებ, სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვფიქრობ რომ დროული და აქტუალურია, ჯენერიკები ბრენდულთან შედარებით გაცილებით იაფია, აქ უკვე  თუმცა გასათვალისწინებელია, ხარისხის კონტროლი, საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას მედიკამენტების კონტროლის გამართული სისტემა, რათა მოხდეს ჩვენი მოსახლეობის დაბალი ხარისხის მედიკამენტების მიღებისგან დაცვა“.

რაც შეეხება საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია  „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსავლას ,,ჯანმრთელი სამართლიანი საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი  დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ ბაზარზე რაც უფრო მეტი მოთამაშე იქნება კონკურენცია გაიზრდება და პროდუქტი გაიაფდება:

„ კომპანია შემოიტანს მედიკამენტებს ინდოეთიდან, რომელთაც გააჩნიათ ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა და კონკურენციის გაზრდა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სწორედ ჯანსაღი კონკურენციაა“.

შეგახსენებთ, „ჰუმანითი ჯორჯია“ საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა და მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით,  მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

„ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორებიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. ჰუმანითი -ორჯია, ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს კუზმა.

gbc.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …