მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საავადმყოფოები გადაუდებელ რეკონსტრუქციას საჭიროებენ
არამარტო ბავშვთა ინფექციური, რესპუბლიკური და ონკოლოგიური ცენტრები, არამედ სხვა კლინიკებიც გადაუდებელ რეკონსტრუქციასა და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.

საავადმყოფოები გადაუდებელ რეკონსტრუქციას საჭიროებენ

თბილისი (GBC) – საავადმყოფოები გადაუდებელ რეკონსტრუქციას და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებენ, მიიჩნევენ სპეციალისტები და სამი დიდი კლინიკის მართვაზე გამოცხადებულ ტენდერს აფასებენ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიის ცენტრისა და ბავშვთა ინფექციურის, მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სულ სამი, მათ შორის ავსტრიული, კანადური და ქართული კომპანია მონაწილეობდა, ყველაზე მაღალი შეფასება ავსტრიულმა კომპანიამ მიიღო. ტენდერის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა.

ტენდერთან დაკავშირებით, ,,კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ მენეჯერმა თორნიკე რაზმაძემ ისაუბრა

“არამარტო ბავშვთა ინფექციური, რესპუბლიკური და ონკოლოგიური ცენტრები, არამედ სხვა კლინიკებიც  გადაუდებელ რეკონსტრუქციასა და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. თუ სახელმწიფო მიხედავს თუნდაც ამ სამ კლინიკას და სერვისები ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, სწორი და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. საინტერესოა, როგორ გადანაწილდება თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ისე არ მოხდეს, რომ საავადმყოფოები სახელმწიფოს დააწვეს ტვირთად კისერზე.

თუ ტენდერის მიხედვით, გათვალისწინებული პირობები დაცული იქნება და ამასთან ერთად, მაღალი დონის მომსახურებაზე ფასებიც ძალიან მაღალი არ იქნება, რაც მოსახელობას დადებითად წაადგება“, – ამბობს თორნიკე რაზმაძე.

gbc.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …