მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » პაციენტისა და ექიმის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, ასოციაციები გართულებების ჩამონათვალს შეიმუშავებენ
პაციენტისა და ექიმის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრი დარგობრივი ასოციაციები იმ გართულებების მინიმალურ ჩამონათვალს შეიმუშავებენ, რომელიც ამა თუ იმ სამედიცინო მანიპულაციის დროს შეიძლება წარმოიშვას.

პაციენტისა და ექიმის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, ასოციაციები გართულებების ჩამონათვალს შეიმუშავებენ

პაციენტისა და ექიმის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრი დარგობრივი ასოციაციები იმ გართულებების მინიმალურ ჩამონათვალს შეიმუშავებენ, რომელიც ამა თუ იმ სამედიცინო მანიპულაციის დროს შეიძლება წარმოიშვას.

სია პაციენტის ინფორმირებული თანხმობის ფურცელს დაერთვება თან. როგორც გაერთიანების წევრები აღნიშნავენ, ჩამონათვალი ვერ იქნება სრულყოფილი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩარევის სპეციფიკიდან და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმს საშუალება ექნება აღნიშნულ ჩამონათვალს დაუმატოს სხვა მოსალოდნელი გართულების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს, როგორც ექიმის ისე პაციენტის უფლებების დაცვას, რაც ქვეყანაში ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის განვითარებას შეუწყობს ხელს . აღნიშნული ცვლილება საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის მიერ იქნა ინიცირებული.

ghn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …