მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » გრემში ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ "თანადგომას" პროექტის კოორდინატორის ვაჟა კასრელიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრში 12 ბენეფიციარი განთავსდება.

გრემში ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნება

საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ “თანადგომას” პროექტის კოორდინატორის ვაჟა კასრელიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრში 12 ბენეფიციარი განთავსდება. 

ამის შესახებ კასრელიშვილმა კონფერენციის, “ნარკოდამოკიდებულება: პრობლემები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები” გახსნის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

“კონფერენცია ოთხი წლის მუშაობის შემაჯამებელი შედეგია. კონფერენციაზე ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რაც ამ სფეროში არსებობს. მთავარი გამოწვევაა, რომ გაგრძელდეს ის საკანონმდებლო პოზიტიური ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მაგალითად მარიხუანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, ასევე ქუჩის ნარკოტიკებს უნდა დაესვას წერტილი. ასეთი მიდგომა არ არის გამოსავალი. მთავარი შედეგი იქნება ის, რომ უკრაინელი კოლეგების დახმარებით სოფელ გრემში იხსნება 24-საათიანი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ერთდროულად 12 ბენეფიციარს მოემსახურება. ეს ბენეფიციარების რეაბილიტაციას მოემსახურება”, – აღნიშნა კასრელიშვილმა.

აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება მსოფლიოს 16 ქვეყანაში. პროექტის მიზანია უზრუნველყოს აივ ინფექცია შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ხელმისაწვდომობა ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისათვის, როგორიცაა: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექს მუშაკები და ლგბტ თემის წარმომადგენლები.

საქართველოში პროექტი ხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან “შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი” რეგიონალური ოფისი, (უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი), საზოგადოებრივ გაერთიანებასთან “ბემონი” და “ტოლერატობის სამყარო ერთად. საქართველოში პროგრამა მიმართულია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობაზე.

Maestro Television

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …