მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » 3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
შშმ ბავშვთა გამოფენა-გაყიდვის მიზანია: დედაქალაქში არსებული დღის ცენტრების მოზარდების წახალისება, მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა და მოტივირება.

3 დეკემბერს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო საახალწლო თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დედაქალაქში არსებული, შშმ ბავშვთა დღის ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრები: მისალოცი ბარათები, ნაძვის ხის სათამაშოები, ნახატები, ქუდები, ასევე სხვადასხვა პრაქტიკული და სიმბოლური ნივთები.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ორგანიზაციები- „პირველი ნაბიჯი საქართველო“,“ახალი ნაბიჯი“, „ბავშვი და გარემო“, ა(ა)იპ თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრი, ააიპ კავშირი „ია“, სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი „აისი“, „მშობელთა ხიდი“ , ასოციაცია „ანიკა“, ასოციაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“. 

გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე მიესალმა. ღონისძიება კი ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ შშმ ბავშვთა პარა-ორკესტრმა გახსნა და რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა. შშმ ბავშვთა გამოფენა-გაყიდვის მიზანია: დედაქალაქში არსებული დღის ცენტრების მოზარდების წახალისება, მათი საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა და მოტივირება. გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხა დღის ცენტრებს მოხმარდებათ.

შშმ ახალგაზრდებს და პარა-სპორტსმენებს ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაცია „პინმა“ და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელმა დასაქმებისათვის საჭირო ინვენტარი და დამხმარე საშუალებები გადასცეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …