შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან (1 დეკემბერი) დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“, „ახალი ვექტორისა“ და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით, შიდსის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს.
ამასთან, C ჰეპატიტის ელიმიცანიის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება აქვს, უფასო ტესტირება C ჰეპატიტზეც ჩაიტარონ.
„აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შიდსი მართვადი დაავადებაა, ამიტომ საზოგადოებას მოვუწოდებთ, დროულად ჩაიტარონ ტესტირება“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათი თქმით, წელს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანი იქნება „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებლად“. კვირეულის ფარგლებში უფასო სკრინინგი სხვადასხვა ქალაქის სხვადასხვა წერტილში ჩატარდება.