სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში საქართველოს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის I ეროვნული კონფერენცია გაიმართა, თემაზე: თანამედროვე რევმატოლოგია, თეორიიდან პრაქტიკამდე.
კონფერენცია სამედიცინო კორპორაცია “ევექსის”, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის და გენეტიკური და იშვიათი დაავადებების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” “ევექსიდან” აცნობეს, კონფერენციაზე განიხილებოდა პედიატრიისთვის აქტუალური საკითხები: ცხელება რევმატიული დაავადებების დროს-დიაგნოსტიკისა და მართვის პრობლემები, თირკმლისა და თვალის დაზიანების მართვის პრინციპები რევმატიული პათოლოგიების დროს და სხვ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ რევმატოლოგები, არამედ პედიატრები, კარდიოლოგები, ნეფროლოგები, ოფთალმოლოგები.
კონფერენციას ესწრებოდა 160 ექიმი თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.