მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა
ლაშა გიორგაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში , ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” თავმჯდომარემ ლაშა გიორგაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში , ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა.

გიორგაძის თქმით, ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საყოველთაო ჯანდაცვა. გიორგაძის განცხადებით, არის გარკვეული ხარვეზები, თუმცა პროექტით უამრავმა ადამიანმა ისარგებლა.

“2010 წლის მონაცემებით, საქართველოში სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდა მხოლოდ 30%, 2012 40%, დღევანდელი მდგომარეობით კი 99%. 2013 წელს დაიხარჯა 69 მილიონი ლარი, 2014-ში 335 მილიონი ლარი, ხოლო 2015 წლის 9 თვის მონაცემით დახარჯულია 423 მილიონ ლარზე მეტი. ჯამში დახარჯულია 828 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან კოლოსარული რიცხვი, თუმცა ეს არის ის მთავარი ქვაკუთხედი ამ პროექტში, რათა ადამიანებმა მიიღოს კონკრეტული სიკეთე. ამ წლების განმავლობაში დაფინანსდა 750 000 ადამიანი და ისარგებლა ამ პროექტით. ანაზღაურებელი თანხის ოდენობაა 600 მილიონ ლარამდე.

ონკოლოგიური პრეპარატები შესყიდულ იქნა 12 000 ბენეფიციარისთვის და თანხამ შეადგინა 13 მილიონ ლარზე მეტი. გეგმური ქირურგიული მომსახურებით და კარდიოქირურგიით ისარგებლა 102 000 ადამიანმა და ანაზღაურდა 112 მილიონი ლარი. ამ პროგრამას აქვს ხარვეზები, თუმცა იხვეწება. ეს არ არის საუკეთესო მოდელი, რადგან არის ბევრი ნიუანსი, რომლის გათვალისწინებაც რთულია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობის 74%-ია ინფორმირებული საყოველთაო დაზღვევის შესახებ. ეს დიდი რიცხვია, თუმცა სასურველია, რომ ინფორმირებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდოს და მთელი საქართველო მოიცვას”, – განახცადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, მედიკამენტები არის ძალიან ძვირი და მოსახლეობას უჭირს მათი შესყიდვა.

“ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციისთვის საჭიროა მედიკამენტები და აუცილებელია ეს მიმართულებაც იყოს ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით რეკომენდაციას ვაძლევთ ხელისუფლებას, რომ ე.წ. ჯენერიკ მედიკამენტების შემოტანა გაიოლდეს, მედიკამენტებზე მოიხსნას გადასახადები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთულდება მედიკამენტების შეძენა. საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს მედიკამენტების ფასები ძალიან აზიანებს”, – აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს პირველადი ჯანდაცვის პროექტს.

“ეს არის ძალიან კარგი პროექტი. აღარ მოგვიწევს კოლოსარული თანხების გადახდა, რადგან პირველადი ჯანდაცვა ნიშნავს შემდეგს, რომ ადამიანი, აწუხებს თუ არ აწუხებს რაიმე, გამოკვლევებს ჩაიტარებს და საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული იქნება. არის დიდი კითხვები რამდენად გაწვდება საქართველოს ბიუჯეტი საყოველთაო დაზღვევის პროექტს. ამ მიმართულებით ძალიან კარგი პროექტია პირველადი ჯანდაცვა, რომელიც თანხებს დაზოგავს”, – აღნიშნა “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტს, გიორგაძის შეფასებით, ეს არის უპრეცედენტო პროექტი.

“10 სექტემბრის მონაცემებით, ამ პროექტში ჩართულია 12 000-ზე მეტი ბენეფიციარი. მათგან 3 700 უშუალოდ მკურნალობის კურსს გადის. ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ 5-წლიანი განვითარების გეგმა შემუშავდება. თუმცა, აუცილებელა, რომ ამ ადაავადების გამომწვევი მიზეზების პრევენცია მოხდეს და პრობლემების დასაწყისშივე აღმოფხვრას”, – აღნიშნავენ ცენტრში.

ლაშა გიორგაძის განცხადებით, ერთ-ერთი რეფორმა არის რეცეპტების დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას.

“როდესაც რეცეპტები არ არსებობდა, ხშირად ვიგებდით ისეთ ინფორმაციას, რომ ასეთი მედიკამენტების შედეგად ადამიანები ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ. ჩვენ მიველსამებით რეცეპტების ინსტიტუტის დანერგვას, თუმცა დღესაც რჩება აფთიაქები, რომლებიც გასცემენ ამ მედიკამენტებს ურეცეპტოდ”, – განაცხადა “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენელმა.

რაც შეეხება სხვადასხვა კლინიკების რეაბილიტაციას, მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემებია.

“სახელმწიფო ცდილობს გამოისყიდოს ის კლინიკები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში გასხვისდა კერძო სექტორზე, თუმცა ვერ შეძლეს დაკისრებული ფუნქციების შესრულება. მნიშვნელოვანია კლინიკები, რომლებიც შენდება რეგიონებში, მაქსიმალურად უნდა იყოს აღჭურვილი და მაქსიმალურად ხელი უნდა მიუწვდებოდეს იქ მცხოვრებებს”, – აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია.

“კარგი ამბავია, რომ 2014 წლის მონაცემებით, ბავშვთა სიკვდილიანობა გაეროს შეფასებით, საქართველოში შემცირდა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში სადაც ამ მიმართულებით გაუმჯობესებაა. ასევე შემცირებულია დედათა სიკვდილიანობა”, – განაცხადა გიორგაძემ.

რაც შეეხება შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს, გიორგაძის თქმით, ეს ცვლილებები არის დადებითი, თუმცა სათანადოდ არ მუშაობს და ეს ჩანს სხვადასხვა დასაქმებულებთან მიმართებაში. ორგანიზაციამ ასევე შეაფასა სოციალურად დაუცველთა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიც.

“სოციალურ დაუცველებთან მიმართებაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფო ცდილობს, რომ გააუმჯობესოს მეთოდოლოგია, რომელიც არეგულირებს პროექტს. თუმცა ამ მიმართულებით შეცდომა დაფიქსირდა, რომლის აღიარებაც მოხდა. ეს ეხება სოციალურად დაუცველთა სიიდან მარტოხელა პენსიონერების ამოღებას, თუმცა კარგია, რომ სიაში მათი დაბრუნება მოხდა. სოციალური პაკეტით განსაზღვრული ფინანსური დახმარებით ისარგებლა 123 000-მა პირმა, 2015 წლიდან დღემდე 137 მილიონი ლარია გადარიცხული. ასევე, ინვალიდობის ჯგუფით დაკვალიფიცირებული ადამიანთა რაოდენობით დავინტერესდით. ამ მიმართულებით ძალიან მძიმე ციფრია. პირველი ჯგუფის ინვალიცია 75 000 პირი. ასეთი დიდი ცირფრი არ უნდა იყოს ქვეყანაში”, – აღნიშნა გიორგაძემ.

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” სხვა უწყებების მონიტორინგსაც ახორციელებს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …