მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფსიქიატრთა საზოგადოება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების გადახედვას ითხოვს
ორგანიზატორები არიან ფსიქიატრთა საზოგადოება, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი,ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია.

ფსიქიატრთა საზოგადოება ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების გადახედვას ითხოვს

ყოველი წლის ოქტომბერში,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განსახილველად გამოაქვს ფსიქიატრიული სფეროს ყველაზე აქტუალური თემა. 2015 წლის თემაა „ღირსება და ფსიქიკური ჯანმრთელობა”, რაც გულისხმობს ბენეფიციარებისა და დარგის სპეციალისტების ღირსებისა და უფლებების დაცვას.

ამ გზავნილის საპასუხოდ, დღეს. 21 ოქტომბერს, გაიმართება საჯარო დისკუსია – „ღირსება და სტიგმა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში“ თემებზე:

 საქართველოში ფსიქიატრიული სფეროს პრობლემების შეფასება – სტერეოტიპები, სტიგმა, დარგის დისკრიმინაციის  მცდელობა; 2. საკანონმდებლო რეგულაციები, რომლითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ – პაციენტთა უფლებების დარღვევა,  დაავადების მართვის არასწორი მეთოდები.

დისკუსიის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი,  საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია,  საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორი და მედია.

ორგანიზატორების თქმით, დისკუსიის შემდეგ, დაიწყება ხელმოწერები პეტიციაზე, რომლის მოთხოვნაა:

„გადაიხედოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური   დაცვის  მინისტრის №01-8/ნ ბრძანების დანართი 2 (2015 წლის 30 მარტი) და №01-21/ნ ბრძანების დანართი 12 (2015 წლის 15 ივლისი), რომლებითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ და დაუყონებლივ მოხდეს მათი შესწორება საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოში აღიარებული დაავადებათა კლასიფიკატორების გათვალისწინებით“.

საჯარო დისკუსია გაიმართება: 14:00 სთ.
მის: გუდიაშვილის N7, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი.

gurianews.com

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …