მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ფსიქიატრები დავით სერგეენკოს სახელზე პეტიციას ამზადებენ
საქართველოში მომუშავე ფსიქიატრები დავით სერგეენკოს სახელზე პეტიციას ამზადებენ, რადგან ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ.

ფსიქიატრები დავით სერგეენკოს სახელზე პეტიციას ამზადებენ

საქართველოში მომუშავე ფსიქიატრები ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს სახელზე პეტიციას ამზადებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” პეტიციის ავტორებმა აცნობეს, პეტიციით ფსიქიატრები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის იმ ბრძანების გადახედვას მოითხოვენ, რომლითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ.

ხელმოწერების შეგროვებაც დღეიდან დაიწყება.

“ჩვენი მოთხოვნაა, დაუყონებლივ მოხდეს არსებული ჩანაწერების შესწორება საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოში აღიარებული დაავადებათა კლასიფიკატორების გათვალისწინებით”, – აცხადებენ ფსიქიატრები.

პეტიციის ავტორი ოთხი ორგანიზაციაა. ესენია: “საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება”, “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი”, “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია”, “საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია”.

პეტიციაზე ხელმოწერების დაწყებამდე, აღნიშნული ორგანიზაციების ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო დისკუსია გაიმართება თემებზე: “საქართველოში ფსიქიატრიული სფეროს პრობლემების შეფასება – სტერეოტიპები, სტიგმა, დარგის დისკრიმინაციის მცდელობა”; “საკანონმდებლო რეგულაციები, რომლითაც ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებს განესაზღვრათ – პაციენტთა უფლებების დარღვევა, დაავადების მართვის არასწორი მეთოდები”.

დისკუსიაში მონაწილეობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ფსიქიატრიის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორი.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …