ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი აცხადებს, რომ გუშინ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ ესაჭიროებათ პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი.
“დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ მოგვმართეთ ტელეფონის ნომრებზე 2 390313 ან 577 221 413. მისამართი: წინანდლის #9, წმ იოანე მოწყალის სახელოპის პრივატ კლინიკის პირველი სართული”, – ნათქვამია სისხლის ბანკის განცხადებაში.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირების შედეგად დაჭრილი სკოლის მოსწავლე საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, ცივი იარაღით დაჭრილი მეორე არასრულწლოვანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია.
ქირურგმა დავით ლოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოზარდის სკლინიკაში შესვლიდამ ამ დრომდე მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მიმდინარეობს, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. მისივე თქმით, პაციენტს სულ სამი სხვადასხვა მიდამოს ოპერაცია ჩაუტარდა:
“მიმდინარეობს შემოსვლიდან ამ წუთის ჩათვლით სისხლის კომპონენტების მუდმივი ინფუზია ანუ გადასხმა, რის მიუხედავადაც სისხლდენის ზოგადი შედედება არ ხდება და სისხლდენის შეჩერება ამის გამო ვერ ხერხდება”.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.