სასტუმრო „ვინდემ ბათუმში“, სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესახებ კონფერენცია ჩატარდა.
შეხვედრაზე მოხსენებები თურქმა პროფესორებმა რადიოლოგმა – ლევენთ ჩელიქიმ და ქირურგმა – ჯემ ილმაზიმ წარმოადგინეს.
კონფერენციის მიზანს, ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით საზოდაგოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე და რეგიონის სამედიცინო საზოდაგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.