მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საჩხერის სამედიცინო ცენტრში სარძევე ჯირკვლის, კანის და რბილი ქსოვილების უფასო სკრინინგი იწყება
საჩხერის სამედიცინო ცენტრი აქტიურად აგრძელებს უფასო სკრინინგულ აქციებს და სიკვდილიანობის დონის შესამცირებლად სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში სარძევე ჯირკვლის, კანის და რბილი ქსოვილების უფასო სკრინინგი იწყება

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ აქტიურად აგრძელებს უფასო სკრინინგულ აქციებს და სიკვდილიანობის დონის შესამცირებლად სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

25 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე, ერთი თვის განმავლობაში, საჩხერის სამედიცინო ცენტრის წამყვანი ექიმი, ონკოლოგი ნატი ტაბატაძე უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

შემდეგი მიმართულებებით:

  1.  სარძევე ჯირკვალი და პერიფერიული ლიმფური კვანძები;
  2.  კანი და რბილი ქსოვილები (ნებისმიერი წარმონაქმნები კანზე,ტუჩზე, ხალები, შეუხორცებელი წყლულები).

საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს  ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და ციტოლოგიური კვლევები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით „საჩხერის სამედიცინო ცენტრს“ ტელეფონზე: 577 153 298

primetime.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …