მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება
პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი - „შარდ-სასქესო სიტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ გაიმართება.

ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი – „შარდ-სასქესო სიტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ემ-ემ-ტე“ ჰოსპიტალის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი გახსნიან.

„კონგრესზე საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ექიმები და მეცნიერები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, სიახლეებს, მიღწევებს კიბოს დამარცხების საქმეში. ღონისიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს და რეგიონის წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები (აშშ, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, თურქეთი, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და საქართველო). წარმოდგენილი იქნება 25-ზე მეტი მოხსენება. პირველად ამიერკავკასიაში, მოხდება ულტრათანამედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების ტრანსატლანტიკური დემონტრირება – პირდაპირი ჩართვა აშშ-დან. კონგრესს დაესწრება 200-მდე სხვადასხვა სპეციალობის ექიმი საქართველოდან“,

– აღნიშნულია თსუ-ს ინფორმაციაში.
მათი ცნობით, ღონისძიება დღეს, 09:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსში, 107-ე აუდიტორიაში გაიმართება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …