“საქართველოს რკინიგზაში”, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. რკინიგზელები რეგულარულად იღებენ მსგავს აქციებში მონაწილეობას.
ამჯერად, “საქართველოს რკინიგზა” დონაციის აქციაში “ჯო ენის სისხლის ბანკთან” ერთად ჩაერთო. აღნიშნული ორგანიზაცია გახსნის დღიდან მხოლოდ უანგარო დონორებს ემსახურება.
“ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2020 წლისათვის, საქართველოში სისხლის დონაციების 100% უნდა იყოს უანგარო. ჩვენი მიზანია ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საქართველოში უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია და სისხლის უანგარო დონაციების რაოდენობის ზრდა. გვიხარია, რომ ამ აქციაში რკინიგზელები იღებენ მონაწილეობას, რაც მისაბაძი მაგალითია სხვა ორგანიზაციებისათვის”, – აღნიშნა “ჯო ენის სისხლის ბანკის” დირექტორმა ლევან ავალიშვილმა.
საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, უანგარო დონორის სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება. თავად სისხლის დონაციაც უსაფრთხო პროცესია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციებზე რკინიგზელთა აქტივობა ყოველთვის ძალიან მაღალია.