მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია რიყეზე
აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ნაწილია

„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია რიყეზე

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დღეს, 9:00 საათიდან რიყის პარკში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და „თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით, ვარდისფერი ყვავილები დაირგო და ნარგავებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო შეიქმნა.

ამასთან დაკავშირებით, წუხელ, 1 ოქტომბერს, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.

აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ნაწილია და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და „თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით ხორციელდება.


 

 

 

kvira.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …