მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება

დაბა მესტიაში და ჭუბერში მოსახლეობას C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი ჩაუტარდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2017 წლის 9-10 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამედიცინო გასიჯვები 9 სექტემბერს დაბა მესტიაში, ხოლო 10 სექტემბერს კი ჭუბერში ჩატარდება.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, ბენეფიციარები მიიღებენ თბილისის კლინიკების წამყვანი სპეციალისტებისა და დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმების მაღალკვალიფიციურ მომსახურებას. ჩატარდება ექიმის კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში – გამოკვლევები (ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, შაქრის განსაზღვრა სისხლში). აგრეთვე, ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმთა დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთიდან დევნილებზე გაიცემა მკურნალობისთვის საჭირო სხვადასხვა მედიკამენტი.

epn.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …