მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ბორჯომში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
ბორჯომში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ბორჯომში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ბორჯომში ახალი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ბორჯომის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, შენობა ლიკანის დასახლებაში აშენდება და მასში გათვალისწინებული იქნება როგორც სამუშაო, ასევე მოსასვენებელი ოთახები.

„სასწრაფო დახმარება წლებია კერძო მესაკუთრის ფართშია განთავსებული, სამედიცინო პერსონალს კი არასათანადო პირობებში უწევს მუშაობა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის ექიმებს ჰქონოდათ მაღალი სტანდარტებისა და შესაბამისად აღჭურვილი გარემო“,- აღნიშნა გამგებელმა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს საძირკვლის მშენებლობის სამუშაოები. შენობის კეთილმოწყობასთან ერთად გალამაზდება მიმდებარე ტერიტორიაც.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, ახალ შენობაში სასწრაფო დახმარების 48 თანამშრომელი იმუშავებს, სამშენებლო სამუშაოებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 114 770 ლარი გაიხარჯება. პროექტი ოქტომბრის თვეში დასრულდება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …