ჯო ენის სახ. სამედიცინო ცენტრში დანერგილია მეწაღისებური (ჩაზნექილი) გულმკერდის ქირურგიული მკურნალობის ახალი, არატრავმული, თორაკოსკოპიული მეთოდი ( ე.წ. ნუსს–ის ოპერაცია), რომელიც გულისხმობს მცირე – 2,5-3 სმ განაკვეთებით, ვიდეიკონტროლის ქვეშ, მკერდის ძვლის აწევას ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის ოპერაციის დროს დამზადებული მეტალის ღეროს (ინპლანტის) მეშვეობით.
მეწაღისებური გულმკერდი თანდაყოლილი მანკია, რომლის დროსაც არასწორედ ვითარდება ნეკნების ხრტილოვანი ნაწილები და მკერდის ძვალი,შედეგად ვითარდება დეფორმაცია – მკერდის ძვალი იზნიქება ხერხემლისკენ და გარდა კოსმეტიკური არასრულფასოვნებისა, ახდენს ზეწოლას მის ქვეშ მდებარე გულზე, შუასაყარსა და ფილტვებზე, რის გამოც მნიშვნელოვნად ფერხდება ამ ორგანოების სწორი განვითარება.
კეძოდ: მკერდი ძვლის გულზე ზეწოლის გამო მცირდება გულის კამერების, უმეტეს წილად წინაგულების სისხლით ავსება, ზეწოლისგან წინაგულების მოცულობის შემცირების გამო. გული ინაცვლებს უფრო ხშირად მარცხნივ და იკავებს გულმკერდის მარცხენა ნაწილის იმ სივრცეს, სადაც განლაგებულია ფილტვი. ამით მცირდება ფილტვის მოცულობა /ე.წ. სასიცოცხლო მოცულობა/. ყოველივე ამის გამოვლენაა: ადვილად დაღლა, ფიზიკური დატვირთვების მიმართ ტოლერანტობის შემცირება, სუნთქვის სიღრმის შემცირება,გულმკერდის არეში პერიოდული ტკივილის გაჩენა. ამ სიმპტომების სიმძაფრე პირდაპირ კავშირშია დეფორმაციის ხარისხთან.
სტატისტიკურად მეწაღის გულმკერდის განვითარება ფიქსირდება 1 ყოველ 1000 ახალშობილში . დეფორმაციის ხარისხის მიხედვით ოპერციულ კორექციას საჭიროებს მათგან მხოლოდ 30-40 %. ოპერაციას გააჩნია მკვეთრად ჩამოყალიბებული ჩვენება. იგი ტარდება ბავშვებში 4 დან 18 წლის ასაკში (იდეალურია 4-13 წლის ასაკი).
ჯო ენის სახ. სამედიცინო ცენტრში კონსულტაცია უფასოა.
თბილისი. ლიუბლიანის ქ.21.
ჯო ენის სახ სამედიცინო ცენტრი.
ტელ: /995 32/ 254 06 63.
გულმკერდის ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი – ვანო წულეისკირი