მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ზუგდიდში მარტოხელა ხანდაზმულებზე სპეციალური ჯგუფი იზრუნებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მარტოხელა, ხანდაზმულ მოქალაქეებზე სპეციალური მობილური ჯგუფი იზრუნებს.

ზუგდიდში მარტოხელა ხანდაზმულებზე სპეციალური ჯგუფი იზრუნებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მარტოხელა, ხანდაზმულ მოქალაქეებზე სპეციალური მობილური ჯგუფი იზრუნებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯგუფში ექიმები, სტილისტები და ტექნიკური მუშაკები შედიან, რომლებიც ხანდაზმულ ბენეფიციარებს სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, ჰიგიენურ ნორმებზე იზრუნებენ და საცხოვრებელ გარემოს მოუწესრიგებენ. მობილური ჯგუფი, რომელიც სპეციალური ავტომობილით და საჭირო ინვენარებით გადაადგილდება მოხალისეებისგან შედგება.

„ხანდაზმულებზე მზრუნველი“ დღეს პირველად სოფელ ხეცერაში მცხოვრებ 78 წლის ქალბატონს ესტუმრნენ, მოხალისეები ამჟამად საჯარო მოხელეები იყვნენ. პროექტს ზუგდიდის გამგეობა, არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის მხარდაჭერით ახორციელებს. 2018 წლიდან კი მის განხორციელებას დამოუკიდებლად გეგმავს.

medianews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …