მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » პრემიერი აქციის მონაწილე ექიმებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ინფექციური საავადმყოფოს იმ ექიმებს შეხვდა, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გახსნაზე აქციით დახვდნენ.

პრემიერი აქციის მონაწილე ექიმებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ინფექციური საავადმყოფოს იმ ექიმებს შეხვდა, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გახსნაზე აქციით დახვდნენ.

ექიმები და თანამშრომლები სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა თავიანთი მოთხოვნები პრემიერ-მინისტრს გააცნეს და აუხსნეს სიტუაცია, რომელშიც ამჟამად ინფექციური საავადმყოფოა.

პრემიერი მათ საკითხში უკეთ გარკვევას და დამატებით შეხვედრას დაჰპირდა. როგორც პრემიერმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რამდენიმეკაციან ჯგუფს ის დამატებით დღეს შეხვდება.

„ამ ფორმატში ძალიან რთული იქნება საუბარი. თუ შეიძლება რამდენიმე ადამიანისგან ჯგუფი შექმენით, მე შემიძლია დღესვე შეგხვდეთ. სახელწიფომ, როდესაც გაასხვისა ეს ტერიტორია, რამდენადაც ვიცი, პროფილის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა შემძენი და აქ კორპუსების აშენებას არავინ აპირებს. მე მგონია, რომ რაღაც გადაწყვეტილებას მოვძებნით, რომელიც ექიმების ინტერესებს დაიცავს.

ჩვენ მთავრობას არ ახასიათებს, რომ გადავთელოთ თუნდაც, თქვენი ინტერესები. ჩვენს ინტერესშია, რომ კვალიფიციური ადამიანები მუშაობდნენ იქ, სადაც მუშაობენ. ჩვენი ინტერესი ასევე ისიცაა, რომ გამოსწორდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მომსპარია და ამის გაკეთება მარტო სახელმწიფოს არ შეუძლია – ალბათ, კერძო სექტორთან ერთობლივად უნდა გაკეთდეს ისე, რომ პროფესიონალი ექიმების ინტერესი დაცული იყოს,“ – განუცხადა კვირიკაშვილმა აქციის მონაწილეებს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …