მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » რუსთავის მერიაში თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

რუსთავის მერიაში თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოების ინიციატივით, რუსთავის მერიაში, თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

პროექტის – ,,მაისი გაზომვების თვე” ფარგლებში, აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა მერიისა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს არტერიული წნევა გაუზომეს და სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს.

პარალელურად, მსგავსი სამედიცინო აქცია რუსთავში, დღეს ნებისმიერი მსურველისთვის პსპ-სა და ,,ფარმსახლის’’ სააფთიაქო ქსელების რამდენიმე ფილიალშიც მოეწყო.

“საქართველოში წელს ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებამ და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგამ დაგეგმა გლობალური ჰიპერტენზიის სკრინინგი ანუ მაღალი არტერიული წნევის გამოვლენის კამპანია. საქართველოში ამ კამპანიას შეუერთდა ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ჩვენ ვიკვლევთ 18 წელს ზევით მოზრდილ მოსახლეობას, რომელთაც ვუზომავთ წნევას და ვაძლევთ გარკვეულ რეკომენდაციებს. აქციის წლევანდელი ფორმატი ძირითადად არის საგანმანათლებლო, რადგან ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული დეფიციტია ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის. პაციენტები ხშირად იღებენ თვითდანიშნულებით წნევის დამწევ საშუალებებს.

პირველი მიზანი ამ აქციისა, იმის გარდა, რომ ადრეულად გამოვავლინოთ მომატებული არტერიული წნევა, არის მოსახლეობის განათლება იმ სარგებლის შესახებ, რასაც მომატებული არტერიული მწნევის სწორი მკურნალობა ჰქვია, ეს კი მხოლოდ ექიმთან პარტნიორული ურთიერთობით ხდება“ ,

– განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა დალი ტრაპაიძემ.

ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება-ISH და ჰიპერტეენზიის მსოფლიო ლიგა- WHL მიმდინარე თვეში მსოფლიოს მასშტაბით, ჰიპერტენზიის სკრინინგულ კვლევას ატარებენ.

პროექტი ჰიპერტენზიის სკრინინგის მიმართულებით, პირველი გლობალური მასშტაბის ინიციატივაა, რომელსაც მსოფლიოს 100 ქვეყანა შეუერთდა. კამპანიის ფაერგლებში, ჰიპერტენზიის სკრინინგული კვლევა 25 მილიონ ადამიანს ჩაუტარდება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …