მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » მარნეულში ”ავერსის კლინიკის” მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
მარნეულში ''ავერსის კლინიკის'' მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

მარნეულში ”ავერსის კლინიკის” მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

მარნეულში, ”ავერსის კლინიკის” მარნეულის ფილიალის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

ცენტრის გახსნას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, ”ავერსის” დამუძნებელი პაატა კურტანიძე, ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში დასრულდა, 5 სართულზეა განთავსებული.

ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები:

  • ER – გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტი;
  • რეანიმაცია;
  • მოზრდილთა სტაციონარი;
  • ბავშვთა სტაციონარი;
  • სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტი; 
  • კეთილმოწყობილი პალატები 100 საწოლზე;
  • ქირურგიული დეპარტამენტი: 3 საოპერაციო დარბაზით;
  • ფუნქციურ-დიაგნოსტიკური დეპარტამენტი (ექოსკოპიის და რენტგენის კაბინეტები, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორია);

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებულია 300-მდე თანამშრომელი, მათ შორის 160 ადგილობრივი კადრია.

etanews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …