მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში ამბულატორიის შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში ამბულატორიის შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამბულატორია სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმუშავებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში ამბულატორიის შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში ამბულატორიის შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

ამბულატორია სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმუშავებს, სადაც უფასო ამბულატორიული მომსახურების გარდა, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური პროგრამები – იმუნიზაციის პროგრამა და ინფექციური დაავადებების მონიტორინგი.

ამბულატორია მოემსახურება 3 სოფლის ტაძრისის, დგვარისა და საკირეს მოსახლეობას.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება ძველი კარ–ფანჯარა, განხორციელდება შიდა და გარე ფასადის მოპირკეთების სამუშაოები, მოწესრიგდება სველი წერტილები, დამონტაჟდება ;ელექტროგაყვანილობა, აივანზე მოეწყობა ლითონის მოაჯირები, კიბები და პანდუსი.

ადგილობრივებს ახალგარემონტებულ ამბულატორიაში პირველადი სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა მიმდინარე წლის ივნისიდან შეეძლებათ.

გასულ წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლების ჭობისხევისა და დვირის ამბულატორიებსაც.

etanews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …