მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საჩხერის სამედიცინო ცენტრში კონფერენცია თემაზე – “ნეიროპათიები და მათი მკურნალობა” ჩატარდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრის და კომპანია "ვიორვაგ ფარმას" ერთობლივ კონფერენციაზე, ექიმებმა ნეიროპათიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კონფერენცია თემაზე – “ნეიროპათიები და მათი მკურნალობა” ჩატარდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრის და კომპანია “ვიორვაგ ფარმას” ერთობლივ კონფერენციაზე, ექიმებმა ნეიროპათიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

გერმანული ფარმაცევტული კომპანია “ვიორვაგ ფარმა” საქართველოში თითქმის 15 წელია, მოღვაწეობს.

კომპანია ფარმაცევტულ ბაზარს მაღალი ხარისხის გერმანულ მედიკამენტებს სთავაზობს და პერმანენტულად ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო კონფერენციებს ატარებს, სადაც ექიმები სხვადასხვა უახლეს ნოზოლოგიებს ეცნობიან.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაგეგმილი შეხვედრის თემა იყო “ნეიროპათიები და მათი მკურნალობა”, მთავარი მიზანი კი – ნეიროპათიების მართვისა და მისი მკურნალობის შესახებ უახლესი ცნობების გაზიარება ექიმებისთვის, რაც შემდგომ მათ საქმიანობაში დადებითად აისახება.

კონფერეცნიაზე მთავარი მომხსენებლად გამოვიდა მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის ნევროლოგი იოსებ ბურდულაძე.

ლექციას, რომელმაც ერთ საათზე მეტხანს გასტანა, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები და ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ.

როგორც ფარმაცევტული კომპანია “ვიორვარგ ფარმას” სამედიცინო წარმომადგენელი თამარ ქაჯაია აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ექიმები მუდმივად მიიღებენ უახლეს ინფორმაციებს ნეიროპათიების შესახებ.

pia.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …