მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მიწვეული ნევროლოგები 27 თებერვალს კონსულტაციებს ჩაატარებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ “სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან” აცნობეს, 27 თებერვალს 11:00-დან 16:00 საათამდე მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული, ბავშვთა ნევროლოგები პროფესორი ნანა ტატიშვილი და თამარ ყიფიანი კონსულტაციებს ჩაატარებენ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდებათ ელექტროენცეფალოგრაფიული (ეეგ) კვლევა.
მ.იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშთა ცენტრალურ ჰოსპიტალში სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად წარმოებდა წინასწარი ჩაწერა.