მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა
საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამედიცინო ცენტრის გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო.

საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა

საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა. ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე სამედიცინო ცენტრის გახსნას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო.

ცენტრი ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტისა და ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტია. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ სამედიცინო ცენტრში ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე პირების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი განხორციელდება.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტში გაიგზავნებიან. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სისტემისთვის ეპილეფსიისა და ძილის მედიცინის ცენტრის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. გახსნასთან დაკავშირებით, ძილის დარღვევების შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი.

დასკვნით ნაწილში, კლინიკური შემთხვევები განიხილეს და თემის გარშემო დისკუსია გაიმართა.

ცენტრის გახსნას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ მენთეშაშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით ფერაძე, ეპილეფსიისა და ძილის ცენტრის ხელმძღვანელი ნათელა ოკუჯავა და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი ჟან ვილემ ბარძილაი ესწრებოდნენ.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …