კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში პენსიონერებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
გამგეობის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის “ ექიმი-ოთალმოლოგი პაციენტებს მიიღებს 55 წლის ასაკის ზემოთ.
,,აქციის მიზანია მოხდეს კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მათი ქირურგიული მკურნალობა უახლეს ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.”- აცხადებენ პრეს-სამსახურში.
მსურველებს, ხუთშაბათს, 26 იანვარს სოფელ ახალქალაქის ამბულატორიის შენობაში 12 –დან 14 საათამდე შეუძლიათ მისვლა.