მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » რუსთავის მერმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადასცა
ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე რუსთაველებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ.

რუსთავის მერმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადასცა

რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მორიგი ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე რუსთაველებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ.

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ და მერის მოადგილე დავით ლობჟანიძემ, შშმ პირებს სამედიცინო ეტლები სახლში პირადად მიუტანეს.

რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, შშმ პირთათვის მსგავსი ერთობლივი სოციალური აქციები პერმანენტულად იმართება. ამ ეტაპზე რუსთავში მცხოვრები თორმეტი შშმ პირის უზრუნველყოფა მოხდა სამედიცინო ეტლებით.

„მერიაში შემოსული განცხადებების საფუძველზე, ჩვენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, პერიოდულად ვახდენთ ჩვენს ქალაქში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სამედიცინო ეტლებით უზრუნველყოფას. დღეს გვქონდა მორიგი აქცია, რომლის ფარგლებშიც, კიდევ რამდენიმე შშმ პირს გადავეცით ეტლი“ , – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ქალაქში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს ადგილობრივი ხელისუფლება სამედიცინო ეტლებით მომავალშიც დაეხმარება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …