მთავარი » ჯანდაცვა » საზოგადოებრივი ორგანიზაციები » ახალი სიტყვა ტერფის პათოლოგიებთან ბრძოლაში ამერიკელი პროფესორისგან!
პედიატრიულ პრივატ კლინიკაში ქართველ კოლეგებთან ერთად,ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა ქირურგმა, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, ტერფის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა და პროფესორმა ელლი დანიელმა 13 წლის პაციენტს ჩაუტარა ოპერაცია.

ახალი სიტყვა ტერფის პათოლოგიებთან ბრძოლაში ამერიკელი პროფესორისგან!

პედიატრიულ პრივატ კლინიკაში ქართველ კოლეგებთან ერთად,ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა ქირურგმა, ორთოპედ-ტრავმატოლოგმა, ტერფის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა და პროფესორმა ელლი დანიელმა 13 წლის პაციენტს ჩაუტარა ოპერაცია.

დიაგნოზი კოჭის ძვლის რეციდიული ამოვარდნილობა იყო, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ბრტყელტერფანობა იწვევს. პაციენტს აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილი, უჭირდა მოძრაობა, სიარული, დროთა განმავლობაში ტერფი განიცდიდა დეფორმაციას.

ოპერაცია უახლესი მეთოდით ჩატარდა – კოჭის ძვლის ამოვარდნილობის ღია ჩასწორება სტენტის გამოყენებით, ეფექტური და თანამედოვე მეთოდია რომელიც პედიატრიული პრივატ კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგებთან, ლევან ქაჯაიასთან და ჯემალ ჭუმბურიძესთან ერთად პროფესორმა უკვე დანერგა საქართველოში.

terfi1

„ეს არის ოპერაცია უსისხლო მეთოდით, რომლის დროსაც არ ზიანდება ძვალი, ხრტილოვანი ქსოვილი. აღნიშნული მეთოდით ოპერაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველად საქართველოში გაკეთდა, არის ყველაზე თანამედროვე მიდგომა და ახალი სიტყვა მსგავს პათოლოგიებთან ბრძოლაში. მსგავსი ტიპის ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია კლინიკას გააჩნდეს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და ასევე პროფესიონალთა გუნდი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოპერაციის პროცესში პორტატული რენტგენის გამოყენებას, რომელიც გვაძლევს რეალურ სურათს, რომლის მიხედვითაც ვმოქმედებთ.

მიხარია, რომ პედიატრიულ პრივატ კლინიკაში დამხვდა მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისი გარემო, საოპერაციო ბლოკები და სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი სირთული ოპერაცია მარტივად, პროფესიონალურ დონეზე, ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩატარდეს„ – აღნიშნა პროფესორმა.

terfi2

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ოპერაციას ესწრება ფიზიოთერაპევტი, სწორედ მასზეა დამოკიდებული პაციენტის შემდგომი რეაბილიტაცია.

„ოპერაციის დროს ფიზიოთერაპევტის და ტრავმატოლოგ-ორთოპედების ერთობილივი, შეთანხმებული მუშაობა იძლევა იმის წინასპირობას, რომ რეაბილიტაციის პროცესმა წარმატებულად ჩაიაროს. ჩვენს კლინიკაში ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ადგილზევე უტარდებათ პაციენტებს. ერთჭერქვეშ არის მოქცეული პაციენტისთვის საჭირო ყველა სერვისი და მომსახურება, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენი პატარა პაციენტებისთვის.

გვიხარია, რომ ამერიკიდან მოწვეულმა პროფესორმა,  მოიწონა ის მიდგომები, რომელსაც პედიატრიული პრივატ კლინიკის, ორთოპედ-ტრავმატოლოგები და ფიზიოთერაპევტები მუშაობის პროცესში ვიყენებთ„ – ფიზიოთერაპევტი, ლევან ნარეშელი.

ოპერაციის შემდეგ კონსულტაცია გაეწიათ პაციენტებს, რომელთაც ტერფის სხვადასხვა პრობლემა აწუხებთ. ქართველ კოლეგებთან, ერთად პროფესორმა თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილა, გუნდმა დასახა მკურნალობის გეგმა და ტაქტიკა. ძირითად პრობლემას წარმოადგენდა ბრტყელტერფიანობა, ტერფის დეფორმაციები და მათგან გამოწვეული სხვადასხვა პრობლემები.

terfi

უახლოესი პერიოდის განმავლობაში, პედიატრიული პრივატ კლინიკის მოწვევით, მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან არაერთი სპეციალისტი გეგმავს საქართველოში ვიზიტს. საერთაშორისო გამოცდილება, მძლავრი ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი კადრები პატარა პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ ანალოგიური სამედიცინო მომსახურება, რომელსაც ისინი მიიღებდნენ საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში.

იხილეთ ასევე

სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა

თბილისი  (GBC) – სამედიცინო კორპორაცია ევექსმა მარნეულში ახალი პოლიკლინიკა გახსნა. კომპანიის ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება …