კომპანია „ავერსი ფარმა“, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ახალ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
ღონისძიება 12 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, ალ ყაზბეგის გამზ. 16-ში გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, IFC-ის რეგიონული მენეჯერი კავკასიაში იან ვან ბილსენი და EBRD-ის დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერა.
კომპანია ავერსი 22 წელია არსებობს ბაზარზე და ერთ–ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის სააფთიაქო ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 232 აფთიაქით, კლინიკათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 25 ფილიალით და მფლობელია ISO 15189 სერთიფიკატის და მსოფლიო დონის ფარმაცევტულ წარმოება ავერსი–რაციონალი, რომელიც ასევე მფლობელია ევროპული GMP, ამერიკული FDA და ISO- საერთაშორისო სერთიფიკატების, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ პოლიპროფილურ საავადმყოფოს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისისა და ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა და ჰოსპიტალურიქსელი ,,მედალფა“, რომელიც აერთიანებს ოთხ მრავალპროფილურ საავადმყოფოს და ორ პოლიკლინიკას:
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი, ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრი, ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი, კასპის სამედიცინო ცენტრი, მახინჯაურის კლინიკა და თბილისის კლინიკა.
მთლიანობაში კომპანია ავერსი წარმოადგენს ყველაზე მსხვილ კომპანიას საქართველოში, სადაც დასაქმებულია 8000-ზე მეტი ადამიანი.